საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი კვლავ ხვიჩა კვარაცხელიას ერგო. 20 წლის ფეხბურთელი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად გასულ წელსაც დასახელდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება ონლიანფორმატში გაიმართა. კვარაცხელიასთან ერთად აღნიშნულ ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ გურამ კაშია და გიორგი ლორია.