ავტორი:

ორი გარდაცვლილი და ექვსი დაშავებული - ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბავშვი ემსხვერპლა

ორი გარდაცვლილი და ექვსი დაშავებული - ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბავშვი ემსხვერპლა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ექვსი დაშავდა. როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, დაშავებულებს შორის იყვნენ ბავშვებიც. ისინი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი, ხოლო ორი ადამიანი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

"კლინიკაში ოთხი ბავშვი შემოიყვანეს, სამი მათგანი ქირურგიულ განყოფილებაში არის მოთავსებული, მათ სხვადასხვა დაზიანებები აქვთ მიღებული. ერთი ბავშვი კი გადაუდებელ განყოფილებაში იმყოფება, თავს კარგად გრძნობს. როგორც ვიცით, ბავშვები ერთი ოჯახის წევრები არიან. ასევე, გავიგეთ რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა",- განაცხადეს კლინიკაში