ავტორი:

"მიშა ძალიან ცუდადაა, მერე არ თქვა არ ვიცოდითო" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

"მიშა ძალიან ცუდადაა, მერე არ თქვა არ ვიცოდითო" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ცუდად არის".

"მიშა ძალიან ცუდადაა, მერე არ თქვა არ ვიცოდითო, არ გვეგონა.კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიშა ძალიან ცუდადაა.მე რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ვიყო, ავიღებდი ლეიბებს და გადავიტანდი შიმშილობას გორში!აქამდე ვერიდებოდით რომ მწვავე პროტესტს მიშასთვის პრობლემები არ მოეტანა, ახლა რას ვერიდებით? ამოუქოლეს ფანჯრები, ექცევიან როგორც პირუტყვს. მიშა კი არა, მისი პირადი ექიმიც ტყვეობაშია და რაც არ უნდა იძახოს ახლა ნიკა გვარამიას გამოო, ყველამ ვიცით რა უბედურებაც ხდება მის თავს.განგაშია ასატეხი! არასოდეს მაგავსი არაფერი დამიწერია, მაგრამ ახლა სხვა შანსი აღარ მაქვს! მოგვრჩება ახალი წელი, ისეთ უბედურებაში გავიღვიძებთ, თუ დროზე არ ვიმოქმედებთ" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე".