საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რუსლოვსმა, გიორგი თარგამაძის საავტორო გადაცემა "დროებაში" მიხეილ სააკაშვილსა და მის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ყოფილი მეუღლისა და ლიზა იასკოს ურთიერთობის შესახებ მოულოდნელად, სოციალური ქსელიდან შეიტყო.
"ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ არ გვქონდა მშვენიერი ურთიერთობა. რეგულარულად ვნახულობდით ერთმანეთს. ეს ისეთი ბმაა, ისეთი ძლიერი კავშირი, რომელსაც ვერ წაშლი უბრალოდ...
კი წარსულია, იმ ვიდოეოდან გავიგე, რაც უნდა გამეგო და მომიწევს ამ რეალობასთან შეგუება, მაგრამ რაც იყო, იყო უნიკალური, ძალიან ლამაზი. ხალხისთვისაც ზღაპარი იყო, რომ ჩვენ ერთმანეთს ვავასებდით.
ჩვენი წყვილი დაკავშირებულია საქართველოს პოზიტიურ პერიოდთან. ქვეყნის განვითარების, მისი წამყვანი როლის დამკვიდრებასთან დაკავშირებულ პერიოდთან. შესაბამისად, ვინც მაშინ ქვეყნის სათავეში იყო, ავტომატურად პოზიტიურ განწყობასთან ასოცირდება და ეს ასეც დარჩება." - თქვა "ფორმულასთან" სანდრა რულოვსმა.