ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი რუსთავში გადმოიყვანეს იძულებით... ხელბორკილების დადების მცდელობით, ჯიკაობით" - ჩალაძე

"მიხეილ სააკაშვილი რუსთავში გადმოიყვანეს იძულებით... ხელბორკილების დადების მცდელობით, ჯიკაობით" - ჩალაძე

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში იძულების წესით გადაიყვანეს.

როგორც მან მედიასთან რუსთავში განაცხადა, იყო ხელბორკილების დადების მცდელობა და ჯიკაობა.

"ეს არის განგაშის ბოლო სიგნალი, შემდეგი უკვე ამ კაცის მოკვლა იქნება. პირდაპირი გაგებით, შეუძლიათ ტყვია ესროლონ და მოკლან და მოკლან საქართველოს მომავალიც. მიშა გადმოიყვანეს იძულების წესით, ხელბორკილების დადების მცდელობით, ჯიკაობით. თუ რა დაზიანებები აქვს მიყენებული, ეს სახალხო დამცველმა და მისმა ადვოკატებმა უნდა შეაფასონ და ნახონ“, - განაცხადა ჩალაძემ.

არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში წუხელ გადაიყვანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.