ავტორი:

"სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანით ვლადიმერ პუტინს საახალწლოდ საჩუქარი გაუკეთეს" - ხაბეიშვილი

"სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანით ვლადიმერ პუტინს საახალწლოდ საჩუქარი გაუკეთეს" - ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის საპატიმროში გადაყვანა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, რომელიც მან რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად შეასრულა.

როგორც ხაბეიშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, ამ გადაწყვეტილებით ვლადიმერ პუტინს საახალწლოდ საჩუქარი გაუკეთეს.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად, საჩუქარი გაუკეთეს პუტინს ახალ წელს, სააკაშვილი უნდა შეახვედრონ ნებისმიერ ფასად ციხეში, ეს იყო მათი დავალება, რასაც პატარა რუსი კაცუნები - ბრეგაძეები, ღარიბაშვილები, ვოლსკები, მდინარაძეები და კობახიძეები ასრულებენ, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელი არიან. მკვლელობაზე წამსვლელი ხალხი არიან, რომლებსაც შეუძლიათ ფეხებზე დაიკიდონ ადამიანის ჯანმრთელობა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში წუხელ გადაიყვანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.