ავტორი:

"ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში დაბრუნდებოდა, სიურპრიზი არავისთვის უნდა ყოფილიყო" - დავით სერგეენკო

"ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში დაბრუნდებოდა, სიურპრიზი არავისთვის უნდა ყოფილიყო" - დავით სერგეენკო

"ის, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა, ეს სიურპრიზი არავისთვის უნდა ყოფილიყო, რადგან წინასწარ იყო ცნობილი, რომ მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო.

"ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება. თავისთავად ცხადი მოცემულობა იყო გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდეც, როგორც კი მისი მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, უკან დაბრუნდებოდა. რაც შეეხება სტაბილიზაციას, სტაბილური იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ არა, ამაზე დომინანტურად ბევრად მეტი არაექიმი აკეთებს განცხადებას, ვიდრე მისი მკურნალი ექიმები.

მერწმუნეთ, არცერთ ექიმს არ მოუვა თავში აზრად ის, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქოს. როცა ექიმს მუშაობის საშუალებას აძლევენ, ის თავის ფუნქციას შესანიშნავად ასრულებს და ამას ბოლო 2 წელი გვაჩვენებს. ასე რომ, ადვოკატებმა, არაექიმებმა, ენთუზიასტებმა აცალონ ექიმებს თავისი საქმის კეთება“, - განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი კვლავ შიმშილობას დაიწყებს, ეს ძალიან ცუდი იქნება ადამიანურადაც და ჰუმანურადაც. როგორც დავით სერგეენკო აღნიშნავს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეფასებებს სხვა პროფესიის ადამიანები აკეთებენ, „ეს მხოლოდ ვნებს და ძაბავს სიტუაციას“.