ავტორი:

"კორონავირუსის "დელტა“ და "ომიკრონ“ ვარიანტების კომბინაცია "საშიშ ცუნამს“ იწვევს" - ჯანმო-ს დირექტორი

"კორონავირუსის "დელტა“ და "ომიკრონ“ ვარიანტების კომბინაცია "საშიშ ცუნამს“ იწვევს" - ჯანმო-ს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ კორონავირუსის "დელტა“ და "ომიკრონ“ ვარიანტების კომბინაცია "საშიშ ცუნამს“ იწვევს.

მისი თქმით, დაინფიცირების შემთხვევების ზრდა ქვეყნების უმეტესობაში ჯანდაცვის სისტემებზე ზეწოლას სერიოზულად ზრდის, ზოგიერთ შემთხვევაში კი ისინი კოლაფსის პირას არიან.

ჯანმო-ს დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ "ომიკრონ“ შტამი ყველაზე სწრაფად ვრცელდება და დღე-ღამეში მსოფლიოში საშუალოდ 900 000 ადამიანი ინფიცირდება. გებრეისუსმა განაცხადა, რომ პანდემიის დასამარცხებლად 2022 წლის შუა პერიოდისთვის თითოეულ ქვეყანაში მოსახლეობის 70% მაინც უნდა აიცრას.