ქუთაისში, გაზგასამართი სადგურის მიმდებარედ ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი დაიწვა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ერთი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის ჯგუფები არიან მობილიზებული.