ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პრეზიდენტს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ბერკეტი გამოიყენოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტს ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე" წერს:
"სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili
ბერკეტი არ მაქვსო ამბობდით და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მესამე პრეზიდენტის გადარჩენა სინამდვილეში. (ნუ, ბიძინასგან გასნხვავებით) დაივიწყეთ რომ ბიძინამ დაგნიშნათ მაგ პოსტზე და გახდით ყველას პრეზიდენტი" - წერს ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს.