პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ისევ შიმშილობას დაიწყებს, ეს არალოგიკური იქნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შიმშილობით პატიმრობისგან რომ თავისუფლდებოდნენ, ყველა პატიმარი იშიმშილებდა.
"სააკაშვილმა თუ ისევ შიმშილობა დაიწყო, ჩემი აზრით, ძალიან უხერხული და გაუგებარი იქნება. რატომ უნდა იშიმშილოს? მაშინ ყველა პატიმარი იშიმშილებს, ციხიდან გამომიშვითო და ეს ლოგიკურია? მგონი არა",- განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი,მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.