ავტორი:

ნესტლეს ბავშვთა კვება №1 ოქროს ბრენდი საქართველოში 4 წლის მანძილზე!

ნესტლეს ბავშვთა კვება №1 ოქროს ბრენდი საქართველოში 4 წლის მანძილზე!

ნესტლეში ჩვენ გვჯერა, რომ ბავშვთა კვება იმაზე მეტია ვიდრე უბრალოდ დამატებითი საკვები და რძიანი ნარევები ჩვილებისთვის. საუბარია უფრო ჯანსაღ მომავალსა და კეთილდღეობაზე, რაც ცხოვრების პირველი 1000 დღის განმავლობაში სწორად შერჩეული საკვებითა და კვებითი პრაქტიკით მიიღწევა.

ბოლო 150 წლის მანძილზე ნესტლეს მოტივაცია არამხოლოდ ჩვილებისთვის ცხოვრების საუკეთესო დასაწყისის შექმნაში ხელშეწყობას ეფუძნება, არამედ ეხმარება დედებს პატარას მოვლენიდან პირველი 1000 დღის განმავლობაში. ეს უკანასკნელი ნესტლეს ბრენდის მისიაა 1867 წლიდან, როდესაც დამფუნებელმა, ჰენრი ნესტლემ პირველად შექმნა ფარინე ლაქტე - ბავშვთა საკვები, რომელმაც გადაარჩინა იმ ჩვილების სიცოცხლე, რომლებსაც ძუძუს ვერ აჭმევდნენ.

ითვლება, რომ დედათა და ბავშვთა კვება ჩვილის გაჩენიდან ადრეულ დღეებში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებასა და ზრდაზე. ჩასახვიდან ორსულობამდე და ბავშვის დაბადებიდან 2 წლის ასაკამდე, ცხოვრების პირველი 1000 დღე უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარაა, იმისათვის რომ ახალშობილს ჯანსაღი მომავალი და კეთილდღეობა შევუქმნათ. ამასთან, ბავშვებში ეს ყველაზე ფაქიზი პერიოდიცაა, ამიტომაც 150 წლის წინ ჰენრი ნესტლემ ბავშვთა კვების დარგში გარღვევა მოახდინა, რაც დღემდე გვაძლევს მოტივაციას, ხელი შევუწყოთ ბავშვებისა და დედების საუკეთესო კვებას.

ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის, ინოვაციური, მეცნიერულ კვლევებზე დამყარებული ბავშვთა კვების პროდუქტები.

დღეს, საქართველოში, ჩვენი პროდუქტების ასორტიმენტში შედის ხილის, ხორცისა და ბოსტნეულის პიურეები, რძიანი და ურძეო ფაფები.

საქართველოში ხემლისაწვდომი პროდუქტების ასორტიმენტი სხვადასხვა სახის ბავშვთა კვების პროდუქციას მოიცავს, როგორიცაა: NAN® OptiPro 3, NESTOGEN® 3, Gerber®, Nestlé-ს ფაფები და პიურე, და ერთ-ერთ ფავორიტ ბრენდად რჩება მომხმარებლისთვის.

ახლახანს, ნესტლემ საქართველოში პორთფოლიო პრემიუმ ბრენდით NAN® Supreme 3-ით გააფართოვა, რომელიც მზადდება ძროხის რძის 100% შრატის ნაწილობრივ ჰიდროლიზებული ცილის საფუძველზე და ოლიგოსაქარიდებით, რომელიც სტრუქტურულად იდენტურია დედის რძეში არსებული ოლიგოსაქარიდების, რაც პატარებს ეხმარება, ადრეულ ასაკშივე შეიქმნან ნუტრიციული საფუძველი.

ბოლო ოთხი წლის მანძილზე, 2018-2021 წლებში, საქართველოში ნესტლეს ბავშვთა კვება ოქროს ბრენდის №1 ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა, მისი პროდუქცია მომხმარებლებმა და 200-ზე მეტმა ექსპერტმა უკვე მეოთხედ ბავშვთა კვების საყვარელ და სასურველ ბრენდად დაასახელა. დაჯილდოვებაზე ბრენდების ნომინირება ცნობადობის და ხარისხის გათვალისწინებით ხდება. ოქროს ბრენდი №1-ის პრიზი მონაწილე კომპანიებისთვის გამორჩეული და მნიშვნელოვანია, რადგან მიჩნეულია, როგორც „ბიზნეს ოსკარი“.

დღესდღეობით, საქართველოში ხელმისაწვდომია ნესტლეს ბავშვთა კვების 60-ზე მეტი სახეობის პროდუქტი, რომლებიც დამზადებულია გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და შვეიცარიაში.

R