ავტორი:

"სისულელეა, რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება?! ეს არ არის სერიოზული" - კახა კალაძე

"სისულელეა, რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება?! ეს არ არის სერიოზული" - კახა კალაძე

"სისულელეა - რა რუსთავის ციხიდან გატაცება?! არ არის ეს სერიოზული", - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადება, რომლის თანახმადაც "სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტლიდან ციხეში გატაცება იგეგმება სხვა ქვეყანაში“ .

მისივე თქმით, ნიკა მელიას აღნიშნული განცხადება აბსურდია.

"სისულელეებია. აბსურდულ განცხადებებს სერიოზულად როგორ უნდა ვუპასუხო. რა რუსთავის ციხიდან გატაცება?! არ არის ეს სერიოზული“, - განმარტავს მელია.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს "ნაციონალური მოძრაობის“ გეგმას, რომ საპროტესტო აქციები დაიწყონ, რითიც გავლენას მოახდენენ სამართლებრივ საქმეზე, კალაძე განმარტავს, რომ აქციები სამართლებრივ საქმეზე გავლენას ვერ მოახდენს.

"რაც შეეხება აქციებს და პროტესტს, ეს მათი უფლებაა. დღეს ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არ არის შეზღუდული. ნებისმიერ ადამიანს, ან ჯგუფს, შესაძლებლობა აქვს საკუთარი მოსაზრება გამოხატოს ამა თუ იმ ფორმით. მთავარია ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს. სამართლებრივ საქმეზე როგორ უნდა იქონიოს გავლენა? ადამიანს კონკრეტულ დანაშაულზე და საქმეებზე მისჯილი აქვს. პარალელურად გამოძიება მიმდინარეობს სხვადასხვა საქმეზე“,- აღნიშნავს კალაძე.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან გაეწერა და როგორც პატიმარი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"შესაბამისმა უწყებამ გააკეთა განცხადება. ის გორის ჰოსპიტლიდან გაწერეს და როგორც პატიმარი, გადაყვანილი იქნა შესაბამის დაწესებულებაში. გორის ჰოსპიტლიდან პატიმარი სააკაშვილი გაწერეს, მას ყველანაირი მკურნალობა ჩაუტარდა, შესაბამისად, დაბრუნდა დაწესებულებაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.