ავტორი:

კურორტ "გოდერძიზე" გაუჩინარებული 11 წლის მოზარდი მოთხილამურე პატრულებმა იპოვეს

კურორტ "გოდერძიზე" გაუჩინარებული 11 წლის მოზარდი მოთხილამურე პატრულებმა იპოვეს

აჭარის მაღალმთიანეთში, სათხილამურო კურორტ "გოდერძიზე" გაუჩინარებული 11 წლის მოზარდი პოლიციამ იპოვა. მოზარდის გაუჩინარების შესახებ პოლიციას ბავშვის დედამ შეატყობინა.

"სათხილამურო ტრასაზე დავკარგე ჩემი 11 წლის გოგონა. დაუყოვნებლივ შევატყობინე "საოცარ" პოლიციას," რომლებმაც ძალიან მალე იპოვეს, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ვღელავდი. მადლობა კიდევ ერთხელ სწრაფი რეაგირებისთვის" - აცხადებს უზბეკეთიდან აჭარის მაღალმთიანეთში მყოფი ტურისტი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები, დედა-შვილი საქართველოს დასასვენებლად რამდენიმე დღის წინ ესტუმრნენ.