ავტორი:

"იმედს ვიტოვებ, რომ პრეზიდენტი დაადებს ვეტოს ამ ყველაზე არაევროპულ კანონს" - ლონდა თოლორაია

"იმედს ვიტოვებ, რომ პრეზიდენტი დაადებს ვეტოს ამ ყველაზე არაევროპულ კანონს" - ლონდა თოლორაია

"იმედს ვიტოვებ, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და დაადებს ვეტოს ამ ყველაზე არაევროპულ კანონს" - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამართლებრივი ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

"ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა. მინდა, მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და მე ვიტოვებ იმედს, რომ იგი გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და დაადებს ვეტოს ამ ყველაზე არაევროპულ კანონს.

ეს სამართლებრივი ბრძოლა აქ არ დასრულებულა. მე მინდა გისურვოთ ბედნიერი ახალი წელი და მინდა გისურვოთ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ ქვეყანაში ცხოვრება“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია. ამავე პერიოდიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ნაცვლად ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.