"პრეზიდენტი სააკაშვილი ფიზიკურად არის სუსტად, მაგრამ ის არის ძალიან მხნედ" - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, სააკაშვილი ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს და ციხიდან გამოვა მხოლოდ გამარჯვებული.
"ის ასევე ძალიან ღელავს და სოლიდარობას უცხადებს მოშიმშილეებს, რომლებიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შიმშილობენ. სულ რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება წერილი, რომლითაც ის მიმართავს მოშიმშილეებს და პარტიას და წარმოადგენს საკუთარ ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის არის ძალიან მხნედ, ის ამბობს, ამ ბრძოლას აუცილებლად მიიყვანს ბოლომდე, გამარჯვებამდე და მხოლოდ გამარჯვებული გამოვა ამ დაწესებულებიდან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.