ავტორი:

"სააკაშვილის დონის პოლიტიკოსს დროს აკარგვინებდე დილეგში ტყვეობაში, ეს არის სრული კატასტროფა" - ლევან ხაბეიშვილი

"სააკაშვილის დონის პოლიტიკოსს დროს აკარგვინებდე დილეგში ტყვეობაში, ეს არის სრული კატასტროფა" - ლევან ხაბეიშვილი

"წარმოიდგინეთ სააკაშვილი თავისუფალი ერთი კვირა, "ქართული ოცნების“ ნახევარი სააკაშვილთან ივლის კონსულტაციებზე და ნახევარი პარტიას დატოვებს" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, 2021 წელი საქართველოში უსამართლობების კასკადით სრულდება.

"2021 წლის ბოლო სრულდება უსამართლობების კასკადით: წართმეული არჩევნებით, პრეზიდენტ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობით და წამებით, სახალხო დამცველზე თავდასხმით, სასამართლო რეფორმის არ გატარებით და ევროკავშირის პროტესტით, აშშ-ის ოფიციალური განცხადებით, რომ კლანია სასამართლოში, სახელმწიფო ინსპექტორზე თავდასხმით.

ვიდრე ქვეყანაში არიან პოლიტიკური მძევლები, იქ პოლიტიკური კრიზისი იქნება ბუნებრივად. ვიდრე ნახევარი საქართველო რომ მხარს უჭერს ის ადამიანი უსამართლოდ გეყოლება ტყვეობაში, პოლიტიკური კრიზისი ვერ დამთავრდება.

წარმოიდგინეთ სააკაშვილი თავისუფალი ერთი კვირა, "ქართული ოცნების“ ნახევარი სააკაშვილთან ივლის კონსულტაციებზე და დატოვებს ნახევარი პარტიას. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა მოახერხა კონსოლიდირება საზოგადოებრივი აზრის, მედიის დიდი ნაწილის, მათ შორის პრეზიდენტ მარგველაშვილის. აბსოლუტურად შეცვალა ამ კაცმა რიტორიკა. ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ტყვე, ამიტომ, ის ახერხებს კონსოლიდირებას პატიმრობაშიც კი. ყველაფერზე აქვს კაცს პატიმრობიდან რეაქცია და აბსოლუტურად ადეკვატური.

აუცილებლად სააკაშვილიც იქნება თავისუფალი, ჩვენი ქვეყანაც იქნება თავისუფალი, პოლიტიკური მართლმსაჯულებაც დამთავრდება.

ყოველდღიურ ბრძოლაში ვართ, ჩვენ არ ვიცით ხვალ რა მოგვიწევს, ჩვენ შეიძლება ხვალ მოგვიწიოს პირობითად კანცელარიასთან შიმშილობა, პარლამენტთან შიმშილობა. ეს ყოველდღიურობაა. საბჭოთა კავშირის დროსაც კი ვერ დაიკიდეს ფეხებზე ასეულობით ადამიანის შიმშილობა.

სააკაშვილის დონის პოლიტიკოსს დროს აკარგვინებდე დილეგში ტყვეობაში, ეს არის სრული კატასტროფა. თუ ვინმე მეტყვის, რომ სააკაშვილის ტვინის მეათედი აქვს კობახიძეს, ან ვოლსკის, ან მდინარაძეს, ვიტყვი, რომ ბოდიში, შევცდი. ეს ადამიანები ვერც კი მიუახლოვდებიან მის მასშტაბს, ვერც მის პოლიტიკურ გამოცდილებას”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.