რაც არ უნდა ჩაიდინონ, საერთოდ არ მეშინია ამათი. პირიქით, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება, - ამის შესახებ ნათქვამია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ მიმართვაში.
სააკაშვილი აცხადებს, რომ მხნედ და ოპტიმისტურადაა.
"ჩემზე არ ინერვიულოთ! ახლა მთავარია ერთიანობა და გადამწყვეტი შეტევისთვის მომზადება. ამ შეტევის დროც სულ მალე დადგება. მე რაც შემეხება, სულ მალე მოვიშუშებ გორის "რეაბილიტაციისას" მიღებულ ტრავმებს და კიდევ უფრო დიდი ენერგიით ჩავდგები მწყობრში, თუმცა ახლაც ძალიან მხნედ და ოპტიმისტურად ვარ!"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.