ავტორი:

"საქართველოში გამომგზავრებამდე" - მიხეილ სააკაშვილისა და ელის მარიას ერთობლივი ფოტო

"საქართველოში გამომგზავრებამდე" - მიხეილ სააკაშვილისა და ელის მარიას ერთობლივი ფოტო

"ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ქალიშვილის, ელის მარიას პირველ ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.

როგორც ის წერს, ფოტო ექსპრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლამდეა გადაღებული.

"საქართველოში გამომგზავრებამდე #თავისუფლებამიშას" - წერს ეკა ხერხეულიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მისალოცი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მისი და სოფო ნიჟარაძის ქალიშვილზე დაწერა. ელის მარია სააკაშვილი 2 ივნისს ამერიკაში დაიბადა.

გარკვეული პერიოდი ნიჟარაძე ქალიშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში ზრდიდა და სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. მომღერალი ბავშვის მამის ვინაობაზე საჯაროდ აქამდე არ საუბრობდა.

"მოგესალმებით რუსთავის ციხიდან, ფიზიკურად დასუსტებული, მაგრამ მორალურად მხნე!სამშობლოს თავისუფლებისა და ჩვენი ხალხის ღირსეული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება! თუმცა, დღეს მინდა მიმავალი წლის მთელი სიმძიმე გვერდით გადავდო. 31 დეკემბერი განსხვავებული დღეა. დღე, რომელიც ყველას გვაერთიანებს და ერთნაირად გვიყვარს დიდსა თუ პატარას.

ის მხოლოდ საუკეთესო მოგონებებსა და კეთილ სურვილებს აცოცხლებს. ამიტომაც, მინდა მოგილოცოთ განურჩევლად ყველას, რადგან ეს დღე ყველასია - იწყება ახალი წელი და ჩნდება ახალი შანსი შეცვალო, გააუმჯობესო, გააკეთილშობილო! მიდის ძველი წელი და გეძლევა შანსი, რომ განვლილ წელში დატოვო ყველაფერი ის, რაც აქამდე არ ან ცუდად გამოგდიოდა!

წარსულში დატოვო მტრობა, შუღლი, დაპირისპირება - ის, რაც განგრევს შიგნიდან და ანგრევს გარეთ შენს ქვეყანას.ყველას გისურვებთ, ახალი 2022 წელი ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს პირადად თქვენთვის და თქვენი სამშობლოსთვის!ეს პირველი ახალი წელია, რომელსაც ციხეში ვხვდები, მაგრამ შევეცადე ოპტიმიზმი მაინც არ დამეკარგა და ამაშიც მეპოვნა სიკეთის მარცვალი. დიახ, სამაგიეროდ, წელს პირველი წელია, როდესაც ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად სცენიდან მოგვესალმება "მთავარი არხის" საახალწლო კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილე, ელის მარია სააკაშვილი.

ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მაქვს და ჩემი ახალი წელი სხვებისგან გამორჩეულია არა ციხის კედლებით, არამედ ჩემი საყვარელი გოგოს სატელევიზიო დებიუტით და კვლავ, გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. 2022 წელს აუცილებლად უნდა შევცვალოთ ყველაფერი ისე, რომ ჩვენი შვილები უფრო ლაღები და ბედნიერები გახდნენ!გილოცავთ! მრავალს დაესწარით!მიხეილ სააკაშვილი" - წერს სააკაშვილი.