ექიმის ანზორ მელიას ინფორმაციით, პარტიის ოფისის მიმდებარედ მოშიმშილე რამდენიმე პირი მის კლინიკაში გულის შეტევით გადაიყვანეს.
როგორც ანზორ მელია განმარტავს, მას შემდეგ, რაც ინფარქტი გამოირიცხა, მოშიმშილეები კვლავ პარტიის ოფისში მასობრივი შიმშილობის აქციას შეუერთდნენ.
„მოშიმშილეები მოწყვეტილები არიან ოჯახებს და შვილებს. ვაჟკაცურად იტანენ ყველაფერს, ამიტომ ვალდებული ვარ, მეც მათ გვერდით ვიდგე, ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდე. ჩემთანაც იყო გადმოყვანილი რამდენიმე გულის შეტევით. როგორც კი ინფარქტი გამოვრიცხეთ, 2 გამოვწერეთ. როგორც კი ინფარქტის მარკერი ჩავუტარეთ და უარყოფითი იყო, ისევ აქ გამოიქცნენ“, - აღნიშნავს ანზორ მელია.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან პარტიის ლიდერები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შიმშილობენ.