ავტორი:

"თუ ჩვენ დავამარცხებთ უთანასწორობას, დავამარცხებთ პანდემიასაც" - ტედროს ადანომ გებრეისუსი

"თუ ჩვენ დავამარცხებთ უთანასწორობას, დავამარცხებთ პანდემიასაც" - ტედროს ადანომ გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი მსოფლიოს 2022 წლის დადგომას ულოცავს. ის აცხადებს, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი და ეს წელი პანდემიის დასრულების წელი იქნება. ჯანმოს დირექტორმა მსოფლიოს ნაციონალიზმის შემცირებისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

"ზოგიერთი ქვეყნის მიერ ვიწრო ნაციონალიზმმა და ვაქცინების შეგროვებამ ძირი გამოუთხარა თანასწორობას და შექმნა იდეალური პირობები "ომიკრონ" ვარიანტის გასავრცელებლად. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება უთანასწორობა, მით უფრო მაღალია ვირუსის განვითარების რისკები ისე, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ მის პროგნოზირებასა და თავიდან აცილებას. თუ ჩვენ დავამარცხებთ უთანასწორობას, დავამარცხებთ პანდემიასაც", - განაცხადა მან.