ავტორი:

საბერძნეთში 41 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს

საბერძნეთში 41 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში, ათენის გარეუბანში 41 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა შაბათს საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის მამაკაცი ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად შინ ბრუნდებოდა, რა დროსაც უცნობმა მისი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილი პოლიციამ მალევე გადაკეტა. ადგილზე მობილიზებული იყო უშიშროების სამსახურიც.

ჯერჯერობით, დამნაშავე იდენტიფიცირებული არ არის.