ავტორი:

"უკიდურესად ვაფასებ თქვენ მგზნებარებას, ინტელექტს, უანგარობას" - რა მისწერა მიხეილ სააკაშვილმა თაკო ჩარკვიანს?

"უკიდურესად ვაფასებ თქვენ მგზნებარებას, ინტელექტს, უანგარობას" - რა მისწერა მიხეილ სააკაშვილმა თაკო ჩარკვიანს?

პარლამენტარი თაკო ჩარკვიანი "ფეისბუქში" პოსტს აქვეყნებს.

"საერთოდ პირად მიწერ-მოწერას არასოდეს ვდებ (ვფიქრობ, არ არის წესი დ რიგი) ეს წერილი საახალწლო მილოცვაა და ამიტომ თავს უფლება მივეცი ამჯერად. რუსთავის საპატიმროდან წერილი გამომიგზავნა, არადა, ვიცი, რომ შეუძლოდ არის, მაგრამ ეს ტვინის სისხარტე, მასშტაბი, დროის შეგრძნება, საოცარი უნარი ურთიერთობის, ყურადღება, ეს არის ნიჭი, რომელიც არ უნდა გავანადგურებინოთ, სირცხვილია, თავის მოჭრაა ქვეყნისთვის ამ მასშტაბის პოლიტიკოსის ციხეში ყოფნა მალე, ძალიან მალე თავისუფალი უნდა იყოთ, პრეზიდენტო, თავისუფალ საქართველოში. ჯანმრთელობას გისურვებთ, ყველაფერი კარგად იქნება, სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია, სირცხვილისთვის არ გავიმეტებთ ქვეყანას, საქართველოს რეფორმატორი პრეზიდენტი თავისუფალი უნდა იყოს!" - წერს თაკო ჩარკვიანი და აქვეყნებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წერილს:

"ქ-ნო თაკო, გილოცავთ ახალ წელს, წარმატებები და ბედნიერება. უკიდურესად ვაფასებ თქვენ მგძნებარებას, ინტელექტს, უანგარობას, პატრიოტიზმს. დაესწარით მრავალს თქვენს უმაგრეს ოჯახთან ერთად!"