ავტორი:

როგორია მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა -რას ამბობს ექიმი?

როგორია მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა -რას ამბობს ექიმი?

ექიმის ინფორმაციით, მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანეს ექიმის ინფორმაციით, მეუფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, კონტაქტური და ადეკვატურია.

როგორც ექიმი განმარტავს, პაციენტი კლინიკაში კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის სიმპტომებით შეიყვანეს.

"ჩატარებული კვლევებით აღნიშნული დიაგნოზი დადასტურდა, ჩაუტარდა სისხლდენის ენდოსკოპიური მეთოდით შეჩერება. მას ჰქონდა სისხლის დანაკარგი, ასევე შევსებული არის სისხლის კომპონენტებით ეს დანაკარგი. დღეის მდგომარეობით დამაკმაყოფილებელია მისი მდგომარეობა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, კონტაქტური და ადეკვატურია", - აღნიშნავს ექიმი.