ავტორი:

ბორჯომი-ხაშურის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

ბორჯომი-ხაშურის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

ბორჯომი-ხაშურის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, ტრაილერისა და მსუბუქი ავტომანქანების შეჯახების შედეგად 4 პირია დაშავებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.