ავტორი:

საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს - მას 46 მუტაცია აქვს: რა არის ცნობილი ვირუსის ახალ შტამზე

საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს - მას 46 მუტაცია აქვს: რა არის ცნობილი ვირუსის ახალ შტამზე

მედია კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამის შესახებ წერს. ფრანგული გამოცემების ცნობით, ახალი ვარიანტი საფრანგეთში აღმოაჩინეს და მას ამ დროისთვის მოიხსენიებენ როგორც - B.1.640.2-ს.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, აღწერილია ახალი ვარიანტის 12 შემთხვევა. ის სამხრეთ საფრანგეთში გავრცელდა. მკვლევრები ამბობენ, რომ ახალი ვარიანტი საფრანგეთში კამერუნიდან დაბრუნებულ პირს აღმოაჩნდა და სწორედ მისგან გავრცელდა.

მათივე ცნობით, წინასწარი მონაცემებით, კოვიდის ახალ შტამს 46 მუტაცია აქვს.ამ ეტაპზე დამატებით სხვა დეტალები უცნობია.

მეცნიერები მხოლოდ ახლა იწყებენ კოვიდის ახალი ვარიანტის შესწავლას, უცნობია, რამდენად გადამდებია ის, ან რამდენად ეფექტიანია არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ.