ავტორი:

ლეონარდო დიკაპრიო,  ჯეფ ბეზოსი და სხვები ყველაზე ვარსკვლავურ საახალწლო წვეულებაზე,  რომელიც 150-მილიონიან იახტაზე გაიმართა,  -" სრული სიგიჟე იყო"

ლეონარდო დიკაპრიო,  ჯეფ ბეზოსი და სხვები ყველაზე ვარსკვლავურ საახალწლო წვეულებაზე,  რომელიც 150-მილიონიან იახტაზე გაიმართა,  -" სრული სიგიჟე იყო"

მილიარდერი ჯეფ ბეზოსი და მისი პარტნიორი - ლორენ სანჩესი, ლეონადრო დიკაპრიოსთან და სხვა ცნობილ სახეებთან ერთად რიცის კუნძულზე საახალწლო წვეულებაზე ერთად იმყოფებოდნენ.

თავყრილობა საღამოს ბიზნესმენ რიჩი აკივასთან დაიწყო და შუაღამეს შვეიცარიელი მილიარდერის, ერნესტო ბერტარელის 150-მილიონ დოლარიან იახტაზე გაგრძელდა, რომელიც 96 მეტრის სიგრძისაა.

წვეულებაზე რეპერმა მიკ მილმა შეასრულა სიმღერები, ხოლო ცნობილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა კი დიჯეის როლი შეითავსა.

როგორც წყარო იტყობინება, საახალწლო შეკრებაზე ლეონარდო დიკაპრიო და მისი შეყვარებული კამილა მორონე, ნიკ ჯონასი და პრიანკა ჩოპრა, დრეიკი, მაიკ ტაისონი, "ტიკტოკის" ვარსკვლავი დიქსი დი ამელიო და „ვოთსაპის“ დამფუძნებელი იან კუმიც იმყოფებოდა.

"ეს ნამდვილი საგიჟეთი იყო, დილის 10:00 საათამდე გაგრძელდა. ყველა, ვინც კუნძულზე იმყოფებოდა, წვეულებაზე მოსვლას ცდილობდა,“ - ამბობს წყარო.

როგორც გაირკვა, ვარსკვლავურ თავყრილობაზე დაახლოებით, 500 სტუმარი მოხვდა.

ფოტო, რომელიც ჯეფ ბეზოსმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, წვეულების ღამესაა გადაღებული. ბეზოსს გულის ფორმის სათვალეები უკეთია და ჭრელი პერანგი აცვია.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა