ავტორი:

"ოცნებამ“ დაინახა, რომ "ნაციონალების“ სიხისტე მომგებიანია, არ გამიკვირდება, რომ ამგვარი გაკვეთილის შემდეგ "ოცნებაც“ ხისტი გახდეს" - რამაზ საყვარელიძე

"ოცნებამ“ დაინახა, რომ  "ნაციონალების“ სიხისტე მომგებიანია, არ გამიკვირდება, რომ ამგვარი გაკვეთილის შემდეგ "ოცნებაც“ ხისტი გახდეს" - რამაზ საყვარელიძე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. ექსპერტის შეფასებით, შესაძლებელია, "ქართული ოცნების" ქმედებები ხისტი გახდეს და ამისკენ მმართველ პარტიას ოპონენტების მიერ შექმნილი პოლიტიკური დღის წესრიგი უბიძგებს.

"ოცნებამ“ მოქნილი პოლიტიკით დაიწყო ოპოზიციასთან ურთიერთობა, რასაც კოჰაბიტაცია დაერქვა. შედეგად ოპოზიცია მომძლავრდა და ხისტად შეუტია ხელისუფლებას. მის არსენალში იყო სიძულვილის ენა, სიძულვილის პერფორმანსები, პარლამენტის აყროლება შიგნით და მისი შტურმი გარედან, ყველას ბულინგი, ვინც მათ არ ეთანხმება, უცხოელების ჩათვლით. წლების განმავლობაში მხოლოდ ამის კეთება ოპოზიციის სიხისტეა.

"ოცნებამ“ დაინახა, რომ მისი მოქნილობა წამგებიანი იყო და "ნაციონალების“ სიხისტე მომგებიანი. არ გამიკვირდება, რომ ამგვარი გაკვეთილის შემდეგ "ოცნებაც“ ხისტი გახდეს.

თავისთავად სიხისტე არც ცუდია და არც კარგი. სიხისტე ცუდია, როცა დაუფიქრებლობაა მისი მიზეზი, თორემ თუ ხისტი სტრატეგია პოლიტიკოსებმა შეგნებულად აირჩიეს, უკომპრომისობა შეიძლება წარმატებულიც იყოს.

ისტორიამ ამის ბევრი მაგალითი იცის. თქვენს მიერ ჩამოთლილი მოვლენების მიზეზები რა არის, მომავალში გამოჩნდება, ვნახოთ." - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" - საყვარელიძემ.

ინტერვიუ სრულად