პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
როგორც პრეზიდენტი მისალოც წერილში წერს, „დღეს, როცა პანდემია მძვინვარებს და ქართული საზოგადოება შეპყრობილია პოლარიზაციის სენით, საქართველო, როგორც არასდროს საჭიროებს მამობრივ მზრუნველობასა და ლოცვას“.
„თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ დაბადების დღეს ქართული საზოგადოების სახელით. მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართველობა თქვენი ლოცვით ინარჩუნებს რწმენას, სამშობლოს სიყვარულსა და მორალურ პრინციპებს. დღეს, როცა პანდემია მძვინვარებს და ჩვენი საზოგადოება შეპყრობილია პოლარიზაციის სენით, საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს მამობრივ მზრუნველობას და ლოცვას. მრავალფეროვანი ქართული სახელმწიფოს სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას“,-ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მისალოც წერილში.
დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 89 წელი შეუსრულდა.