აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, 1-ლი იანვრის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევათა 95,4% "ომიკრონ“ ვარიანტზე მოდის. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ში პირველ დეკემბერს "ომიკრონის“ აღმოჩენის შემდეგ "დელტა“ ვარიანტი "ომიკრონით“ ჩანაცვლდა, რამაც ინფიცირების ახალი ტალღა გამოიწვია, თითქმის ერთ მილიონამდე ყოველდღიური შემთხვევით.
ბოლო მონაცემებით, ,,ომიკრონ“ ვარიანტი აშშ-ში ჯამში დადასტურებულ შემთხვევათა 4.6%-ს შეადგენს.