ავტორი:

ჩრდილოეთ კორეამ "ამოუცნობი ჭურვი" გაისროლა - ჭურვი შესაძლოა, ბალისტიკური რაკეტა ყოფილიყო

ჩრდილოეთ კორეამ "ამოუცნობი ჭურვი" გაისროლა - ჭურვი შესაძლოა, ბალისტიკური რაკეტა ყოფილიყო

დღეს სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ამოუცნობი ჭურვი გაისროლა კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში. იაპონიის მთავრობის განცხადებით, ჭურვი შესაძლოა, ბალისტიკური რაკეტა ყოფილიყო.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ჟურნალისტებს ესაუბრა და მწუხარება გამოთქვა იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეა ისევ აგრძელებს ჭურვების გაშვებას: "იაპონიის მთავრობა გააგრძელებს ფხიზლად ყოფნას და მეთვალყურეობას გააძლიერებს".

კიშიდამ ისიც დაამატა, რომ ისინი ჯერ კიდევ იკვლევენ ჭურვის ფრენის ტრაექტორიას და იმას, თუ სად შეიძლებოდა დაცემულიყო ის.

ჭურვის გაშვებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა წლის შემაჯამებელ სიტყვაში აღიარა, რომ ქვეყანაში "საკვების პრობლემაა."

სეულის Ewha-ს უნივერსიტეტის პროფესორის ლაიფ-ერიკ იზლის აზრით, "ჩრდილოეთ კორეა ჭურვის გაშვებით იმის თქმას ცდილობს, რომ ვერც ომიკრონი და ვერც საკვების დეფიციტი ვერ შეაჩერებს ქვეყნის შეიარაღების განვითარებას."

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა