ავტორი:

"რაც არ უნდა მოხდეს, ქვეყნიდან არ წავალ და დედაქალაქში დავრჩები" - ყაზახეთის პრეზიდენტი

"რაც არ უნდა მოხდეს, ქვეყნიდან არ წავალ და დედაქალაქში დავრჩები" - ყაზახეთის პრეზიდენტი

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ყომართ თოყაევმა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვა გაავრცელა.

მისი თქმით, დღეიდან რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს თავად გაუძღვება.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განცხადა, რომ დემონსტრაციის დროს რამდენიმე პოლიციელი დაიღუპა, ათობით კი დაიჭრა.

„მე ხალხთან ვრჩები და ახალ შემოთავაზებას უახლოეს მომავალში გაგაცნობთ. რაც არ უნდა მოხდეს, მე ქვეყნიდან არ წავალ და დედაქალაქში დავრჩები. მე ჩემს პოზიცაზე ვაპირებ დარჩენას და ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს“, - განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ასევე პირობა დადო, რომ სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც 4 იანვარს განვითარებულ მოვლენებს შეისწავლის.