ავტორი:

„მაგნიტში“ გრანდიოზული საიუბილეო გათამაშება იწყება

„მაგნიტში“ გრანდიოზული საიუბილეო გათამაშება იწყება

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ 7 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით, ახალ გრანდიოზულ გათამაშებას იწყებს.

გათამაშების ბილეთების გაცემა 7 იანვარს დაიწყება, 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება და თვეში 7 პრიზი გათამაშდება.

გათამაშების წესები მარტივია: ყოველი 10 ლარის დანახარჯზე, მომხმარებელი გათამაშების 1 ბილეთს მიიღებს. ბილეთი შედგება ორი ნაწილისგან. შედარებით მცირე ნაწილზე, მომხმარებელი თავად მიუთითებს სახელს, გვარსა და ტელეფონის ნომერს და ჩააგდებს „მაგნიტის“ ფილიალებში განთავსებულ სპეციალურ ყუთში. ბილეთის მეორე ნაწილი კი მომხმარებელმა აუცილებლად გათამაშების დასრულებამდე უნდა შეინახოს.

მნიშვნელოვანია, რომ ბილეთის მფლობელმა სწორად შეავსოს თავისი მონაცემები. შევსებული ბილეთები მოთავსდება დოლურაში და ყოველი თვის 7 რიცხვში, 18:30 საათზე ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში გათამაშება გაიმართება, სადაც 7 გამარჯვებული გამოვლინდება.

თითოეულ თვეში, გათამაშებაშია 7 პრიზი:

"მაგნიტის" 1000 ლარიანი ვაუჩერი;

  • iPad Air;
  • PlayStation 5;
  • iPhone 13 Pro Max;
  • MacBook Air;
  • 2 კაციანი საგზური საქართველოში 7 დღე;
  • და სუპერ პრიზი: 100,000 ლარი.

პრიზის მისაღებად, აუცილებელია მოგებიდან 30 დღის განმავლობაში, ბილეთის მფლობელმა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გამარჯვებული ბილეთის მეორე ნახევარი, ამის შემდეგ არაუგვიანეს 6 დღისა გამარჯვებულს კუთვნილი პრიზი გადაეცემა. მომგებიანი ბილეთის წარდგენა მოხდება „მაგნიტის“ სათავო ოფისში - თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #18, სამუშაო დღეებში, 10:00- დან 19:00 საათამდე.

„მაგნიტი“ საზოგადოებას მუდამ სიახლეებს და ინოვაციურ პროექტებს სთავაზობს. კომპანიამ გასულ წლებშიც არაერთხელ გაახარა თავისი მომხმარებლები წამახალისებელი პროექტებით, სხავდასხვა საჩუქრით და სუპერ პრიზებით.

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაშიც აქტიურადაა წარმოდგენილი. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 300-მდე ფილიალი აქვს და 4500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

R