ავტორი:

"ნაბახუსევზე ყველაზე დიდი რისკი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებაა" - რა უნდა გაითვალისწინოთ ალკოჰოლის ჭარბად მიღების შემთხვევაში: რას გვირჩევს ექიმი?

"ნაბახუსევზე ყველაზე დიდი რისკი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებაა" - რა უნდა გაითვალისწინოთ ალკოჰოლის ჭარბად მიღების შემთხვევაში: რას გვირჩევს ექიმი?

2022 წლის 2 იანვრის მონაცემებით, ახალი წლის დღეებში საქართველოში კვებითი ინტოქსიკაციის 41 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება ალკოჰოლით მოწამვლას, 231 ფაქტი გამოვლინდა. მათგან 97 თბილისში და 134 რეგიონებში. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 60 ადამიანს.

ალკოჰოლით მოწამვლის დროს ადამიანს აქვს შემდეგი სიმპტომები:

ღებინება ან გულისრევის შეგრძნება, კრუნჩხვა, შენელებული სუნთქვა, ფერმკრთალი ან მოლურჯო ფერის კანი, რომელიც სხეულის დაბალი ტემპერატურით არის გამოწვეული. მძიმე შემთხვევებში კი შესაძლებელია გონების დაკარგვა, კომა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი-ტოქსიკოლოგი, ეკა ქურდაძე ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ჭარბად მოხმარებული ალკოჰოლის შემთხვევაში, ნაბახუსევზე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანების დიდი რისკია.

- ნაბახუსევზე სასურველი არ არის ცივი წლის დალევა, ასევე ცივ ამინდში გარეთ გასვლა და შხაპის მიღება. ამ დროს ოთახის ტემპერატურის წყალის ან მინერალური სასმელის მიღებაა რეკომენდირებული. შესაძლებელია ერთი აბი ასპირინის გაღეჭვაც. ზოგადად ნებისმიერი ტიპის ალკოლოჰის გადაჭარბებით მიღება იწვევს ინტოქსიკაციას, თუმცა განსაკუთრებულად ის სასმელები, რომლებიც სპირტს დიდი რაოდენობით შეიცავენ. ამ დროს ყველაზე კარგი რჩევაა ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება, თუმცა თუ ალკოჰოლით ინტოქსიკაცია მაინც განვითარდა, აუცილებელია ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინება და დამძიმების შემთხვევაში დროული ჰოსპიტალიზაცია.

- ხშირია შემთხვევები, როდესაც ჯანმრთელ მამაკაცს, ნაბახუსევზე დაემართა გულის შეტევა, რაც შემდეგ ფატალურად დასრულდა. ასევე ექიმებისგან გვესმის, რომ ეს რისკი იზრდება 40 წლის ზევით მამაკაცებში...

- საერთოდ, ნაბახუსევზე ყველაზე დიდი რისკი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებაა. ამ დროს მნიშნვნელობა აქვს იმასაც, ადამიანი რამდენი წელია, რაც თამბაქოს მომხმარებელია. ამას ემატება მარიხუანას გამოყენებაც, რაც, ბუნებრივია, რისკ-ფაქტორი ხდება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორია ასევე კვება. მავნე ჩვევები გროვდება 20-დან 40 - წლამდე და საბოლოოდ ვიღებთ მძიმე შედეგს. სხვათა შორის ადრე ეს რისკ-ფაქტორები 60 წლის ზევით მამაკაცებში მიიჩნეოდა პრობლემად და სამწუხაროდ, ბოლო წლებში ასაკი გაახალგაზრდავდა. აქ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გამაღიზიანებლად სხვა ბევრი გარე ფაქტორიც შეიძლება იქცეს, ასევე სტრესული ცხოვრება და არაჯანსაღი კვება.

- შეიძლება ადამიანს გამოხატული სიმპტომები არ ჰქონდეს და ამ დროს გულზე სერიოზული პრობლემები ჰქონდეს?

- დიახ, ძალიან ხშირია ატიპიური ჩივილები. გულის იშემიური დაზიანების გამო, ადამიანებს შესაძლაო ჰქონდეთ ტკივილი გულმ-მკერდის, ასევე მარცხენა ხელის ან კბილის არეში, ხშირია მუცლის არეში ტკივილიც, რასაც კუჭის ტკივილს უკავშირებენ ხოლმე. ასევე გულის დაავადებების ქონის შემთხვევაში, ხშირია დაბუჟებაც. განსაკუთრებულად ადამიანს თუ დიაბეტი აქვს კიდევ უფრო ვერ გრძნობს გულის დაავადებებს. ასევე თუ ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელია, რადგან გაბრუების გამო ტკივილს ვერ გრძნობენ. ამ დროს ტკივილი ერთ-ერთი გამაფრთხილებელი ფაქტორია და უფრო ადვილად ხდება დაავადების გამოვლენა და პაციენტის სტაციონარში დროული მოთავსება. ფატალურად დასრულებული შემთხვევები ხშირად დაგვიანებული მიმართვის ბრალია.

- ბოლო დროს რამდენიმე ასეთი შემთხვევა საზოგადოებაში კოვიდვაქცინით აცრას დაბრალდა...

- ყველა ფაქტორი შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი. ვაქცინაცის შემდეგ არ არის სასურველი ალკოჰოლის მიღება, მითუმეტეს თუ ადამიანს აქვს რისკ-ფაქტორები და მავნე ჩვევები. ანტიბიოტიკის და ასევე ბევრი სხვა მედიკამენტის მიღებისასაც არ შეიძლება ალკოჰოლის მოხმარება, რადგან შეიძლება მაპროვოცირებელი გახდეს. ბოდიში მოსახლეობასთან, მაგრამ ნაკლებად გვაქვს ეს კულტურა და 40 წლის ზევით ასაკის ადამიანები არ დავდივართ პრევენციულ კვლევებზე, რათა გავარკვიოთ, რა რისკ-ფაქტორები გვაქვს და რა მდგომარეობაშია ჩვენი ჯანმრთელობა.