ავტორი:

ინდოეთში შექმნეს აპლიკაცია, სადაც მუსლიმ ქალებს "აუქციონზე" ჰყიდდნენ - "ატვირთეს ქალების ფოტოები და სხვა მონაცემები"

ინდოეთში შექმნეს აპლიკაცია, სადაც მუსლიმ ქალებს "აუქციონზე" ჰყიდდნენ - "ატვირთეს ქალების ფოტოები და სხვა მონაცემები"

ინდოეთის პოლიციამ დააკავა იმ აპლიკაციის სავარაუდო შემქმნელი, სადაც 100-ზე მეტი მუსლიმი ქალის ფოტო იყო გამოქვეყნებული. აპლიკაციის წესების მიხედვით, ფოტოებზე აღბეჭდილ ქალებს აუქციონზე ჰყიდდნენ. როგორც BBC წერს, აუქციონი ყალბი იყო.

გამოცემის ცნობით, 20 წლის ნერა ბიშნოი აღნიშნულ საქმეზე დაკავებული მეოთხე ადამიანია. დაკავებულები საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები არიან.

აპლიკაცია, რომელსაც Bulli Bai ჰქვია, განთავსებული იყო GitHub-ზე, თუმცა ის უკვე აღარ იძებნება. ამ დროისთვის Bulli Bai-ის აპლიკაციასთან დაკავშირებით გამოძიება ინდოეთის სამ შტატში მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყებაში საჩივარი იმ ქალებმა შეიტანეს, რომელთა ფოტოებიც აპლიკაციაში იყო ატვირთული.

ამასთან, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინდოეთში მუსლიმი ქალები ონლაინ სივრცეში შევიწროების მსხვერპლნი გახდნენ.

გასული წლის ივლისში, ვებგვერდმა სახელად Sulli Deals შექმნა 80-ზე მეტი მუსლიმი ქალის პროფილი, ატვირთული იყო ფოტოები და ყველა მათგანზე ეწერა - "დღის შეთავაზება.“ სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.