ავტორი:

ედი მერფის 10 შვილი 5 ქალისგან და ჰარმონიული თანაცხოვრება - როგორ ახერხებს მსახიობი ყველასთვის იდეალური მამა იყოს: "ჩვენთან მუდამ სიყვარულის ფესტივალია"

ედი მერფის 10 შვილი 5 ქალისგან და ჰარმონიული თანაცხოვრება - როგორ ახერხებს მსახიობი ყველასთვის იდეალური მამა იყოს: "ჩვენთან მუდამ სიყვარულის ფესტივალია"

60 წელს მიღწეული ედი მერფი, რომელიც 1980 წლიდან გამოჩნდა კომედიურ ფილმებში, მრავალშვილიანი მამაა - მას ხუთი სხვადასხვა ქალისგან 10 შვილი ჰყავს. ბევრს ჰგონია, რომ მსახიობი ამდენი შვილის მამობას სათანადოდ ვერ უმკლავდება ან ცუდი პარტნიორია, მაგრამ მისი ქმედებები საპირისპიროზე მეტყველებს.

ედი მერფის შვილების ასაკი 2-დან 31 წლამდე მერყეობს. ვარსკვლავისა და მისი ათივე შვილის ერთობლივი ფოტო პირველად 2018 წელს გამოქვეყნდა. ფოტოზე ედის ახალშობილი ვაჟი და მისი საცოლე, პეიჯ ბათჩერიც არიან.

ედი მერფის ურთიერთობების ისტორია ასეთია: 1989 წელს ედი პაულეტ მაკნილს ხვდებოდა და მისგან შეეძინა პირველი შვილი - ერიკი; მეორე ვაჟი - კრისტიანი, 1990 წელს თამარა ჰუდისაგან შეეძინა.1993 წელს ედი ნიკოლ მიტჩელზე დაქორწინდა და წყვილს 5 შვილი გაუჩნდა.

მრავალწლიანი ცოლ-ქმრობის მიუხედავად, ისინი 2006 წელს გაეყარნენ. განქორწინების შემდეგ, ედი ჯგუფ Spice Girls-ის წევრს, მელანი ბრაუნს ხვდებოდა და 2007 წელს მისგან გოგონა შეეძინა, სახელად ენჯელი.

2016 წელს, ედის მოდელი საცოლისგან, პეიჯ ბატჩერისგან გოგონა ეყოლა - იზი, მსახიობი მას 2012 წლიდან ხვდება. ედის მეათე და (ჯერჯერობით) უკანასკნელი შვილი - მაქსი, 2018 წელს შეეძინა.

ჰოლივუდის ვარსკვლავს ბევრ ინტერვიუში უსაუბრია თავის მრავალრიცხოვან ოჯახზე: "ყველა კარგად ეწყობა ერთმანეთს და სიყვარულით ვართ გარშემორტყმული, ეს კარგი რამაა. ჩვენს სახლში მუდმივად სიყვარულის ფესტივალია."

ედი მერფის ყოფილი და ახლანდელი შეყვარებულები ისე კარგად ეწყობიან ერთმანეთს, რომ 2016 წელს წითელ ხალიჩაზე ერთადაც იპოზიორეს შვილებთან ერთად.

ედისა და მის ყოფილებს ერთმანეთთან მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ერთადერთი შემთხვევა, როცა ედის პრობლემები ჰქონდა ყოფილ შეყვარებულთან, იყო მელანი ბრაუნის შემთხვევაში. 6 თვიანი ურთიერთობის შემდეგ, როცა ქალმა მსახიობს გაუმჟღავნა, რომ მისგან ორსულად იყო, ედიმ მას დეენემის ტესტის ჩატარება მოსთხოვა, თუმცა, მას შემდეგ, რაც დადებითი პასუხი მიიღო, ჰოლივუდის ვარსკვლავმა დედა-შვილი თავის დიდ ოჯახში მიიღო.

2016 წელს მიცემულ ინტერვიუში, ედი მერფიმ თქვა: "ჩემი სამყარო შვილების გარშემო ტრიალებს - მათ შორის უკვე დაბერებულ და გაჭაღარავებულ-გამელოტებულების".

ედი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე საამაყო რამ ცხოვრებაში შვილები არიან. ის შვილების მშვიდად, ხალხის ყურადღებისგან შორს აღზრდის მომხრეა. "ძალიან გამიმართლა ბავშვებში, არცერთი მათგანი არ გაზრდილა ცუდად და ყველა კარგ ადამიანად ჩამოყალიბდა," - ამბობს მსახიობი.

ედი მერფი და მისი შვილიშვილი - ივი

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა