ავტორი:

კახეთში 63 წლის მამაკაცი ყოფილმა სიძემ დაჭრა

კახეთში 63 წლის მამაკაცი ყოფილმა სიძემ დაჭრა

ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ურთიერთშელაპარაკებისას 63 წლის კაცი ყოფილმა სიძემ დაჭრა.

თვითმხილველების ინფორმაციით, კაცს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენეს.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.