ავტორი:

ალმათში, დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებას 13 სამართალდამცავი ემსხვერპლა, მათ შორის ორს აქციის მონაწილეებმა თავი მოჰკვეთეს

ალმათში, დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებას 13 სამართალდამცავი ემსხვერპლა, მათ შორის ორს აქციის მონაწილეებმა თავი მოჰკვეთეს

ყაზახეთის ქალაქ ალმათის კომენდანტის ოფისის ინფორმაციით, დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებას 13 სამართალდამცავი ემსხვერპლა, მათ შორის ორს აქციის მონაწილეებმა თავი მოჰკვეთეს.

ყაზახეთის ქალაქ ალმათის პოლიციის ცნობით, დიდია მსხვერპლი აქტივისტების მხარესაც. ღამის განმავლობაში მომხდარ არეულობას ათობით დემონსტრანტი ემსხვერპლა.

"ალმათის ადმინისტრაციულ შენობებსა და პოლიციის დეპარტამენტზე ღამით მასშტაბური შეტევა მოხდა. ათობით თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მათი ვინაობის დადგენა“, - აცხადებენ ქალაქ ალმათის პოლიციის დეპარტამენტში.

ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ჯერ მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გრძელდება.