ავტორი:

სალომე ჭაჭუა ირლანდიურ ტელეპროექტში იცეკვებს - რომელი ცნობილი მორაგბე იქნება მისი მეწყვილე, რომელიც ბავშვობაში მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო

სალომე ჭაჭუა ირლანდიურ ტელეპროექტში იცეკვებს - რომელი ცნობილი მორაგბე იქნება მისი მეწყვილე, რომელიც ბავშვობაში მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო

სალომე ჭაჭუა ირლანდიურ "ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს. ამის შესახებ მოცეკვავემ ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს განაცხადა.

"ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ჩემი თავი, როგორც პროფესიონალი მოცეკვავე ირლანდიის “ცეკვავენ ვარსკვლავებში”... დაე, შეიქმნას თქვენთვის დაუვიწყარი შოუ!“ - წერდა სალომე სოციალურ ქსელში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მისი მეწყვილე ცნობილი ირლანდიელი მორაგბე ჯორდან კონროი იქნება.

"მოგახსენებთ, რომ დაანონსდა ირლანდიის "ცეკვავენ ვარსკვლავების“ წყვილების ვინაობა, სალომე ჭაჭუა და ჯორდან კონროი იცეკვებენ ერთად. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მორაგბე სისწრაფით და სიძლიერით“, - ვკითხულობთ სალომე ჭაჭუას ცეკვის სტუდიის "პრაიმ დენსის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც 27 წლის მორაგბემ მედიასთან განაცხადა, ის მზად არის მორაგბის ფეხსაცმელი დროებით ცეკვის ფეხსაცმელზე გაცვალოს და იმედი აქვს, რომ შოუში გამარჯვებას მოიპოვებს. აღსანიშნავია, რომ ჯორდან კონროი დასაოჯახებელია.

მორაგბე 10 წლის იყო, როდესაც საცხოვრებლად, დედასთან ერთად, ირლანდიაში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც მამამ მათზე იძალადა. სპეციალურად მათზე მომზადებულ ფილმში მორაგბის დედა ჯენი ჰყვება, რომ ერთ დღეს, როდესაც შინ დაბრუნდა, მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.

მან საკუთარი თვალით ნახა, რომ მისი ყოფილი ქმარი შვილს ხალხის წინაშე სათამაშო მოედანზე სცემდა. ერთ ღამით კი ჯორდანის მამამ კარი შეამტვრია და ყოფილ ცოლსა და შვილს დანით დაესხა თავს. მამაკაცი ითხოვდა, რომ ყოფილ ცოლს მასთან ერთად ეცხოვრა.

"თავდასხმისას ჯორდანი გარეთ გავარდა და ყვირილი დაიწყო, ჩემი შვილი დახმარებას ითხოვდა. უცხო ადამიანებმა პოლიცია გამოიძახეს და ასე გადავრჩით. ამის შემდეგ ბარგი ჩავალაგეთ და ირლანდიაში გადმოვედით საცხოვრებლად...“ - ამბობდა სპორტსმენის დედა ინტერვიუში.

სალომე ჭაჭუასთვის უცხოურ პროექტში მონაწილეობის ეს მეორე შემთხვევაა. მოცეკვავე 2020 წელს პანდემიის დაწყებამდე ბეირუთის "ცეკვავენ ვარკვლავებში“ ქორეოგრაფად იყო მიწვეული.