ავტორი:

ყაზახეთში მიმდინარე არეულობების გამო მიხეილ ლომთაძემ 1.8 მლრდ დოლარი დაკარგა - საინტერესო ცნობები ქართველი მილიარდერის შესახებ

ყაზახეთში მიმდინარე არეულობების გამო მიხეილ ლომთაძემ 1.8 მლრდ დოლარი დაკარგა - საინტერესო ცნობები ქართველი მილიარდერის შესახებ

ყაზახეთში მიმდინარე არეულობების შედეგად მიხეილ ლომთაძემ 1.8 მლრდ დოლარი დაკარგა - საინტერესო ცნობები ქართველი მილიარდერის შესახებ

ყაზახეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ქართველი მილიარდერის მიხეილ ლომთაძის ქონება 1.8 მილიარდით შემცირდა.

Forbes Real Time billionaires-ის მიხედვით, ყაზახეთში მოღვაწე ბიზნესმენის ქონება ერთ დღეში 34.4%-ით შემცირდა და 3.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ დროისთვის მიხეილ ლომთაძე Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში 966-ე ადგილს იკავებს.

რაც შეეხება Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგს, მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის უმდიდრესი 500 ადამიანის რეიტინგში რამდენიმე დღეა აღარ იძებნება. ამ ჩამონათვალს ის გასული წლის მეორე ნახევარში შეუერთდა. იხილეთ სრულად

ლომთაძის გზა წარმატებამდე, როგორც თვითონ ამბობს, უკიდურესად საინტერესო, თუმცა რთულიც იყო...

მომავალი ბიზნესმენი 1975 წლის 17 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. მამა, ნუგზარ ლომთაძე 25 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის სამხედრო სამსახურში იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მიხეილი ამბობს, რომ ამის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით ხშირად უწევდათ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამიტომაც მისთვის ახალ ადგილას ფეხის მოკიდება მოზრდილობისას უკვე აღარ იყო რთული.

მამას სურდა შვილს ტექნიკური განხრით ესწავლა, თუმცა ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა მის ასეთ დიდ წარმატებას.

ბიზნესმენს ერთი და ჰყავს, რომელიც მშობლების მსგავსად, საქართველოში, უფრო ზუსტად კი ბათუმში ცხოვრობს.

ლომთაძემ ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძო და მსოფლიოში რიგით მე-3 უნივერსიტეტში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში ჩაირიცხა. 2002 წელს ლომთაძემ ჰარვარდის მაგისტრის MBA ხარისხი აიღო და დიდი გეგმებით საქართველოს დაუბრუნდა.

1995 წელს, ბიზნესმენმა საქართველოში კომპანია "ჯი-სი-სი აუდიტი" დააფუძნა და ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. 2002 წელს, კომპანია "ერსტ ენდ იანგის" შემადგენელი ნაწილი გახდა. ამავე წელს ლომთაძემ მუშაობა რუსეთში "ბეარინგ ვოსტოს კეპიტალ პარტერსში" დაიწყო და საინვესტიციო პროექტების მენეჯერის თანამდებობა მიიღო, 2004 წელს ამ კომპანიის პარტნიორიც გახდა.

2003 წელს ბიზნესმენი რუსეთის ლიზინგური კომპანია, "ეუროპლანის" დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, მოგვიანებით თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და 2005 წლიდან საბანკო პროგრამული მოწყობილობის წამყვანი კომპანიის "ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრის" დირექტორთა საბჭოს წევრობაც შეითავსა. 2008 წლიდან ლომთაძე ყაზახური პლატფორმის Kaspi-ს ხელმძღვანელი და აღმასრულებელი დირექტორი ხდება.

წაიკითხე სრულად