გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ფოთში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც გზაზე დაყრილი თევზია ასახული. მისი ინფორმაციით, ქალაქში თევზის გაუსაძლისი სუნი დგას, რაზეც ადგილობრივი ხელისუფლება რეაგირებას არ ახდენს.
"ეს ფოტოები შეიძლება შემთხვევითია, რა მოხდა დაიყარა თევზი, მაგრამ სინამდვილეში სიმბოლიზირებს ფოთის ყოფას. ყველა უყურადღებობასა და გაჭირვებასთან ერთად თევზის სუნი გაუსაძლისს ხდის არსებობას და ამას სჩადის მაჟორიტარი ხახუბია და მთელი ქართული ოცნება / Georgian Dream, მერის ჩათვლით ამ საძაგლობაში მონაწილეობენ.
მე ვაპირებ ამ მიმართულებით მუშაობას, ბრძოლას. Giorgi Absaridze -მ (გახარიას პარტიის ფოთის კანდიდატი) გადაიღო ეს ფოტოები. მასაც აწუხებს ეს საკითხი. მოდით ამ კონკრეტულ თემაზე გავაერათიანით ძალისხმევა. მე ვგეგმავ ფოთში იანვარში ყოფნას და მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად, პარტიებთან და საზოგადოებრივ ჯგუფეფთან ერთად ამ საკითხის წინ წამოწევას" - წერს უგულავა.