ავტორი:

"ჯეოს“ ბედნიერების აბები, მხიარული რეცეპტები და გაფერადებული "ციცინათელების ქვეყანა“

"ჯეოს“ ბედნიერების აბები, მხიარული რეცეპტები და გაფერადებული "ციცინათელების ქვეყანა“

გასულ წელს ყველაზე დიდი საფრთხისა და გამოწვევების წინაშე სამედიცინო პერსონალი და მედია იდგა, როდესაც ერთი მათგანი დაუღალავად შრომობდა ჩვენი საყვარელი ადამიანების გადასარჩენად, ხოლო მეორე ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე იყო, რათა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოეწოდებინა.

"ჯეო ჰოსპიტალსი“ ის კომპანია აღმოჩნდა, რომელმაც საახალწლო მილოცვაში სწორედ მედიის მიერ შესრულებულ ფასდაუდებელ სამუშაოს გაუსვა ხაზი. "მადლობა ექიმებს და მადლობა მედიას, რომელიც მთელი წელი ექიმების გუნდთან ერთად, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად აშუქებდა მოვლენებს და გვაცნობდა ახალი დროის ნიღბიან გმირებს“! - ასე იწყებს წლის მთავარ მილოცვას კომპანია საკუთარ ფეისბუქგვერდზე. ჰოსპიტალური ქსელის გზავნილს თან დაერთო საინტერესო და განსხვავებული საჩუქარიც, რომელმაც პარტნიორებს ახალი წელი სიმბოლურად ხელნაკეთი ჯინჯერის ორცხობილის "ჯეოს ბედნიერების აბებით“ მიულოცა.

"მიირთვით "ჯეოს “ბედნიერების აბები”, რომ მთელი წელი გქონდეთ ბედნიერი ამბები“ - ასეთი სახალისო "რეცეპტით“ მიიღეს ადრესატებმა მედიკამენტის ფორმის გემრიელი ორცხობილები, თუმცა მთავარი საჩუქარი ის საქველმოქმედო აქტივობა აღმოჩნდა, რომლის თანამონაწილეებადაც აქცია კომპანიამ თავის პარტნიორები.

"ახალი წელი სიახლის, ახალი სიცოცხლის, იმედების, მიზნების და ბედნიერების მოლოდინთან ასოცირდება და ჩვენც გვსურდა, ის გაგვეფერადებინა. პირველი, რაც გადავწყვიტეთ, ჩვენი პატარა მეგობრების - ,,ციცინათელების ქვეყნის“ გახარება იყო, რითაც სხვებსაც გავაბედნიერებდით. დღეს გლობალურმა პანდემიამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ერთად ბევრის გაკეთება შეგვიძლია, ამიტომ პარტნიორები სიმბოლური საჩუქრებით ჩვენთან ერთად მნიშვნელოვანი აქციის თანამონაწილეები გავხადეთ! სიკეთე ხომ ცხოვრების მთავარი მიზანია, ჰოდა, ჩვენც ასე ვაქციეთ ყველა ჩვენი მეგობარი მის ნაწილად,“ - განგვიმარტეს "ჯეო ჰოსპიტალსში“, კომპანიაში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად არის ჩართული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"მორიგი მძიმე, გამოწვევებით სავსე წელი ღირსეულად გავიარეთ! მადლობა იმ პროფესიონალთა გუნდს, ვინც ჩვენი სიცოცხლისთვის დაუღალავად იბრძოდა და ამას ახლაც აგრძელებს, ჯერ გზაში ვართ, მაგრამ უფრო მეტი გამარჯვების იმედით! ერთად ყველაფერს შევძლებთ, რათა ყველას უკეთესი და ბედნიერი წელი გვქონდეს,“ - წერს კომპანია "ფეისბუქ“ გვერდზე.

(NS)