ავტორი:

UNESCO-მ მოკლული ჟურნალისტების სიაში "ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შეიყვანა

UNESCO-მ მოკლული ჟურნალისტების სიაში "ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შეიყვანა

UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში "ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შეიყვანა.

  • მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზეა ასახული, სადაც აღნიშნულია, რომ ლექსო ლაშქარავა მოკლულია 5 ივლისს, საქართველოში (UNESCO)

ცნობისთვის, 5 ივლისს ლექსო ლაშქარავას თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჰომოფობიური ჯგუფები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოპერატორს მიღებული მძიმე დაზიანებების გამო სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ლაშქარავა მომხდარიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა.

ოპერატორის ცემის საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს, რომელთა სასამართლო პროცესიც ამ დრომდე მიმდინარეობს.