ავტორი:

"მისი სიხარული ძალიან დიდი იყო" - რა განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ?

"მისი სიხარული ძალიან დიდი იყო" - რა განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ?

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი „აბსოლუტურად ადეკვატურია“.

"წინა შეხვედრებზე მთხოვდა ხოლმე, რომ წერილები გამომეტანა, ახლა არაფერი მსგავსი. ჩვენი საუბრის თემა არსობრივადაც და დროის მიხედვითაც შობის დღესასწაული იყო. მისი სიხარული ძალიან დიდი იყო. მივედი და საშობაო ნობათი გადავეცი“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.