ავტორი:

სტამბოლი-ბათუმის რეისი ბათუმის აეროპორტში ვერ დაეშვა - რა გახდა მიზეზი?

სტამბოლი-ბათუმის რეისი ბათუმის აეროპორტში ვერ დაეშვა - რა გახდა მიზეზი?

თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებდა, ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ "ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს, თვითმფრინავმა დაშვება ძლიერი ქარის გამო ვერ შეძლო და ტრაპზონში გაფრინდა.

მათივე ინფორმაციით, 12:00 საათზე აეროპორტში უპრობლემოდ დაჯდა კიევი-ბათუმის თვითმფრინავი. ღამით კი, ბათუმი-მინსკის რეისი შესრულდება.