ყაზახეთიდან, ქუთაისი-ნურ-სულთანის რეისით საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდა. როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, ყაზახეთში განვითარებული რთული პოლიტიკური ვითარების გამო, მთლიანად ქვეყანაში დაკეტილია მაღაზიები და გათიშულია ინტერნეტკავშირი.
"ვიყავი დედაქალაქსა და ყარაგანდაში. არ მუშაობს ინტერნეტი და ყველაფერი დაკეტილია. მთელ რესპუბლიკაში გათიშულია ინტერნეტი და ბოლო ორი დღეა ოთხი საათი მიეწოდებათ“, - აცხადებს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ შეჩერებულა.