ავტორი:

კვიპროსში კორონავირუსის "დელტა" და "ომიკრონ" შტამების კომბინირებული ვარიანტი აღმოაჩინეს - მეცნიერებმა მას "დელტაკრონი" დაარქვეს: რა ვიცით კოვიდის ახალ შტამზე

კვიპროსში კორონავირუსის "დელტა" და "ომიკრონ" შტამების კომბინირებული ვარიანტი აღმოაჩინეს - მეცნიერებმა მას "დელტაკრონი" დაარქვეს: რა ვიცით კოვიდის ახალ შტამზე

კვიპროსელი მეცნიერები აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც ვირუსის "დელტა" და "ომიკრონ" შტამების კომბინირებული ვარიანტია.

კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორმა ლეონდიოს კოსტრიკისმა ახალ შტამს "დელტაკრონი უწოდა.

კოსტრიკისმა და მისმა გუნდმა აღნიშნული ვირუსის 25 შემთხვევა გამოავლინა.

ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, თუ რას წარმოადგენს ვირუსი, რამდენად სახიფათოა ის, რამდენად გადამდები, ან რა სიმძიმით მიმდინარეობა ახასიათებს.

ამ დროისთვის კორონავირუსის არსებულ შტამებს შორის, "ომიკრონი“ ყველაზე საყურადღებო ვარიანტად რჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი ამბობს, რომ "ომიკრონი" საშუალო სირთულის შტამად არ უნდა მივიჩნიოთ, "რადგანაც ის ადამიანებს კლავს".

ამასთან, ფრანგი მეცნიერების ახალი კვლევის მიხედვით, "ომიკრონი“ "დელტა“ შტამზე 105 პროცენტით უფრო გადამდებია.

წყარო: CNBC.com