ავტორი:

ბრაზილიაში კლდის ჩამოშლას სულ მცირე, 7 ტურისტი ემსხვერპლა - სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველი უმძიმესი კადრები ვრცელდება

ბრაზილიაში კლდის ჩამოშლას სულ მცირე, 7 ტურისტი ემსხვერპლა - სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველი უმძიმესი კადრები ვრცელდება

ბრაზილიაში, მინას ჟერაისის შტატში, ტბაზე ტურისტული ნავებით სეირნობისას სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც კლდის ნაწილი ჩამოიშალა.

BBC-ის ცნობით, ამ დროისთვის კლინიკაში 32 დაშავებულია გადაყვანილი.

კლდის ჩამოშლის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და მასზე ჩანს, თუ როგორ ეცემა ის ტურისტებით სავსე ნავს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა. სპეციალისტების თქმით, მინას ჟერაისის შტატში რამდენიმე დღე წვიმდა, რამაც ყოველივე გამოიწვია.

ამ დროისთვის 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება და მათ მაშველები ეძებენ.

ნახეთ ვიდეო: