ავტორი:

"სისხლი არ დაუნახავთ, ხეზე ყოფილა მიკრული..." - გარდაბნის სოფელ მუხროვანის ტყეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

"სისხლი არ დაუნახავთ, ხეზე ყოფილა მიკრული..." - გარდაბნის სოფელ მუხროვანის ტყეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის ტყეში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილს გარეგანი დათვალიერებით სხეულზე დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცის ცხედარი ხეზე იყო მიბმული. ადგილობრივებმა ის გამთენიას, დაუსახლებელ პუნქტში იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

"აგერ ასე აუყუდებიათო (ხეზე), მე ეკლესიაში ვიყავი, რომ ჩამოვედი უკვე წაღებული ჰქონდათ (ცხედარი), ჩემი თვალით ვერ ვნახე. არ ყოფილა აქაური, მე კი არა, ვერავინ ვერ იცნო, ვენები ჰქონდა გადაჭრილიო და იქ სისხლი არ ექციაო. ასე ყოფილა მიკრული (ხეზე), ქუდი თავზეო, თავისი პასპორტიც ჯიბეში ჰქონიაო. თუ თვითონ მოიკლა თავი, მკვდარი სადღა მივიდა და აეკრა ბოძზე?!", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი "მთავარ არხთან."

ნახეთ ვიდეო: