ავტორი:

"აპოკალიფსური იანვარი დაანონსდა, გაუფრთხილდით ერთმანეთს... ნებისმიერი ვირუსის შემთხვევაში უნდა დარჩეთ შინ“ - რას წერს ცნობილი პედიატრი?

"აპოკალიფსური იანვარი დაანონსდა, გაუფრთხილდით ერთმანეთს... ნებისმიერი ვირუსის შემთხვევაში უნდა დარჩეთ შინ“ - რას წერს ცნობილი პედიატრი?

ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე ვირუსებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანები იზოლაციის წესებს არ იცავენ და ამით სხვების დაავადებას ხელს უწყობენ. პედიატრი ასევე აღნიშნავს, რომ უპასუხისმგებლობაა ასეთი საქციელი ნებისმიერი ადამიანისთვის. დღეს ქვეყანაში, კორონავირუსის ორი შტამის, "დელტასი" და "ომიკრონის" გარდა ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს სხვადასხვა სახის რინოვირუსები, რომელთა დიდი ნაწილიც არც თუ ისე მარტივად მიდის, განსაკუთრებულად მცირეწლოვან ბავშვებში...

ინგა მამუჩიშვილი:

"გაბრაზებული და გაოცებული ვარ. ნებისმიერი ვირუსის შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა კორონავირუსია, რინოვირუსი, ადენოვირუსი, რესპირატორულ-სინციტიალური, გრიპი თუ სხვა, საჭიროა იზოლაცია სხვა ადამიანების დასაცავად და საკუთარი ჯანმრთელობისთვისაც.

ვირუსი ვრცელდება აირ-წვეთოვანი გზით და ძალიან სწრაფად იწყებს ცხოვრებას და გამრავლებას ცოცხალ ორგანიზმში, ამიტომაც საფრთხილოა! თქვენ კი დადიხართ ხველით, ცემინებით, ყელის ტკივილით, ამას მოყვება პანიკა, შიში...

სრული უპასუხისმგებლობაა ასეთი საქციელი გონიერი ადამიანისთვის, ვერ ხედავთ, რომ ამ ქვეყანაში ისევ ჩვენ, ადამიანები უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს! თან აპოკალიფსური იანვარი დაანონსდა, გაუფრთხილდით ერთმანეთს!!! პანიკა სულაც არ არის საჭირო, სეზონური ვირუსები ყოველთვის იყო და იქნება, მათი ინტენსიური გავრცელების პრევენციისთვის, ნებისმიერი ვირუსის შემთხვევაში უნდა დარჩეთ სახლში მის ელიმინაციამდე. არ იაროთ სტუმრად, ადამიანთა თავშეყრის ადგილებში, ფაქტებმა დამაწერინა ეს პოსტი! ჯანმრთელობა თქვენ“, - წერს ინგა მამუჩიშვილი.